იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე:

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე:

      1.2. 

Ø  აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ექნოლოგიების  ფაკულტეტი: 

ბიოლოგიის მიმართულება      

ასისტენტ-პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)   4 (ოთხი) წლით;     

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

·     ავტობიოგრაფია (CV)

·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·     2 (ორი) ფოტოსურათი

·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·  ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

 

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:

 

 

§  გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლა:

 

 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  

 

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

 

·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

 

  • კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
  • კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის  12 მარტს 10:00 საათზე და დასრულდეს 2025 წლის 19 მარტს  17:00 სთ-ზე;
  • საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,

·        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის  21 მარტი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 453
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.