იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თესაუ-ს პერსონალისთვის:

ცხადდება კონკურსი 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი) პერსონალის მობილობისთვის.

5 დღიანი სასწავლო მობილობა - განხორციელების პერიოდი 01/04/2025-30/05/2025;

5 დღიანი ტრენინგ-მობილობა - განხორციელების პერიოდი 01/04/2025-18/07/2025.

მობილობის თარიღები იგეგმება მასპინძელ უნივერსიტეტთან შეთანხმების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე (https://www.auth.gr) გადაამოწმეთ თქვენი მიმართულების შესაბამისი ფაკულტეტები (დეპარტამენტები) და აკადემიური კალენდარი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3, აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების მასშტაბით.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

• CV, ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ,

• სამოტივაციო წერილი.

აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.

• გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 12 თებერვალი.

თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გისურვებთ წარმატებებს

 
მნახველთა რაოდენობა: 474
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.