იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

განცობებთ, რომ ლატვიის რესპუბლიკამ გამოაცხადა სასწავლო სტიპენდიებისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიების შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს, ხოლო დოქტორანტებისთვის - 11 თვეს.

ყოველთვიური სტიპენდია ბაკალავრებისთვის არის 500, მაგისტრებისთვის 600, ხოლო დოქტორანტებისთვის 700 ევრო.

ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.

გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციები მიიღება 2025 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 1 აპრილის ჩათვლით.

დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://scholarships.viaa.gov.lv.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ წარდგენილია თანდართულ ფაილებში.

https://scholarships.viaa.gov.lv/en/login

ლატვია 1.pdf

ლატვია 2.pdf

 
მნახველთა რაოდენობა: 524
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.