იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 02 ივნისს ჩაატარებს სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - ,,ფუტუროლოგია და იმედი: პროგნოზები, შესაძლებლობები, გამოწვევები".

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

● უტოპიანიზმი და იმედი: უტოპიური წარმოსახვის ძალა და მომავალი სოციალურ თეორიებში;

● სამყაროს დასასრულის შიში, აპოკალიპსი და დისტოპია სოციალურ/კულტურულ ნარატივებსა

და პოლიტიკურ დისკურსში;

● ნავიგაცია ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების გზაჯვარედინზე;

● ტექნოლოგიური ინოვაციები - უტოპიური თუ დისტოპიური მომავლის დაპირება;

● უტოპიები და დისტოპიები ლიტერატურასა და კულტურაში: მათი ჟანრობრივი და თემატური

თავისებურებები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

სოციალური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელ მკვლევრებს, ისევე

როგორც ხელოვანებსა და პრაქტიკოსებს, მათ შორის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის

საფეხურის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა პირებმა ელ.ფოსტაზე: hopeconference@sabauni.edu.ge ქართულ და ინგლისურ

ენებზე უნდა გააგზავნოთ: 

მოხსენების სათაური, 3-5 საკვანძო სიტყვა და აბსტრაქტი (150-200

სიტყვა); განაცხადს ასევე უნდა ერთვოდეს მომხსენებლის სახელი, გვარი, აკადემიური/სამეცნიერო

ხარისხი/წოდება, აფილაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ., ელ.ფოსტა).

აბსტრაქტების მიღების დედლაინი: 30 აპრილი;

აბსტარქტების განხილვისა და უკუკავშირის მიღების დედლაინი - 5 მაისი;

კონფერენციის ჩატარების 

თარიღი 02 ივნისი.

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა;

წაკითხული მოხსენების თემატიკის გათვალისწინებით, მონაწილეებს ექნებათ პუბლიკაციის

შესაძლებლობა საბაუნის შემედეგ სამეცნიერო გამოცემებში ,,ორბელიანი,“ „სამართლის მეთოდები.“

ჟურნალები იდენქსირებულია მთელ რიგ სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის ErihPlus-ში.

შეკითხვების შემთხვევაში მისწერეთ: hopeconference@sabauni.edu.ge

სამეცნიერო ჯგუფი: დიმიტრი გეგენავა; ვაჟა ვარდიძე; ნინო პაპაჩაშვილი; იზოლდა ხოხაშვილი; გურამ

ანანეიშვილი; ლაშა ნოზაძე; მზია ჯამაგიძე.

საორგანიზაციო ჯგუფი: მზია ჯამაგიძე; შორენა პარუნაშვილი; ანა გოგილაშვილი; შორენა გოგიაშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 523
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.