იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გაცნობებთ, რომ  ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის შესარჩევი კონკურსი ცხადდება 2024-2025 გაზაფხულის სემესტრისთვის,  სტიპენდიის მოსაპოვებლად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იადეს უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს.

აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში (I კორპუსი, III სართული, ოთახი N 303) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

* ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

* ნიშნების ფურცელი;

* მოტივაციის წერილი;

* CV;

* განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (ივსება საბუთების შეტანის დროს).

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 4 თებერვალი, 12 საათი. 

ტესტირება-- ინგლისურ ენაში: 4 თებერვალი, 12 საათი.

გასაუბრება: 5 თებერვალი, 10:00 საათი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  გასამგზავრებელი პროცედურებისათვის აუცილებელ თანხას, კონკურსში გამარჯვებული  სტუდენტი თავად იხდის.

გრანტი გაიცემა დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 228