იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის შესარჩევი კონკურსი ცხადდება 2024-2025 გაზაფხულის სემესტრისათვის, შემდეგ უნივერსიტეტებში:

ხორვატია, ოსიეკის იოსიპ იურაი შტროსმაიერის უნივერსიტეტი – 1 ადგილი;

იტალია, კალიარის უნივერსიტეტი- 2 ადგილი.

გერმანია, იადეს უნივერსიტეტი--2 ადგილი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, სამართალი.

აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში (I კორპუსი, III სართული, ოთახი N 303) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• ნიშნების ფურცელი;

• მოტივაციის წერილი;

• CV;

• განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (ივსება საბუთების შეტანის დროს).

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 28 იანვარი.

ტესტირება-- ინგლისურ ენაში: 29 იანვარი, 12:00

გასაუბრება: 31 იანვარი, 11:00

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი თავად ფარავს გასამგზავრებლად საჭირო პროცედურებისთვის საჭირო აუცილებელ ხარჯებს.

გრანტი გაიცემა დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 774