გაცნობებთ, რომ გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2025/2026 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2025 KIRKLAND RESEARCH scholarships), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
ორივე პროგრამის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 მარტი.
დანართის სახით გაეცანით დეტალურ ინფორმაციას.