იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.2. 

Ø  განათლების მეცნიერებათა   ფაკულტეტი: 

    მეთოდიკის მიმართულება      

ასისტენტ-პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული),  4 წლით;     

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·     ავტობიოგრაფია (CV)

·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·     2 (ორი) ფოტოსურათი

·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·     ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

მოთხოვნები:

გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლა:

 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;       

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის  22 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდეს 2025 წლის 28 იანვარს  17:00 სთ-ზე;

·       საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,

·        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის  31 იანვარი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 281