იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებს.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საარჩევნო პროგრამა;

გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ე) სამოტივაციო წერილი;

ვ) არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი (მხარდამჭერთა ხელმოწერის ფორმას ამტკიცებს თვითმმართველობის საბჭო) ან სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 1/5-ის წარდგინება;

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 15 იანვრის 10:00 საათიდან 25იანვრის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.

დოკუმენტაციის წარსადგენად და დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს, I კორპუსი, I სართული, აუდიტორია N 107.

 
მნახველთა რაოდენობა: 294