იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით EQAR-ს 2023 წელს მიმართა. 

ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში  განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

 ამასთან, დასკვნის ოფიციალურად ჩაბარების  შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა EQAR-ის კომიტეტის წევრებს კითხვები ჰქონდეთ,  უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

 გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს EQAR-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტებს არ შეესაბამება სიმართლეს და არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR- ის რეგისტრაციის შეჩერებას.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ EQAR-ის წევრობის შეჩერება არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარებას.

ცენტრი ინარჩუნებს, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ასევე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრობას.

 ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა 2019 წელს. შესაბამისად, როგორც 2019 წლამდე, ასევე მის შემდგომაც,  საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა და ხდება, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 7
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.