იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური, III სართული, ოთახი N303.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•ნიშნების ფურცელი ( სასწავლო ბარათი);

•პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

•CV (europass);

•განცხადება ( ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური);

•სამოტივაციო წერილი;

•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

შესარჩევი გამოცდა ჩატარდება 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 311-ე აუდიტორიაში.

გასაუბრება აპლიკანტებთან შედგება 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, 311- ე აუდიტორიაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 229