იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასწავლო პროგრამა აშშ-ში 20-25 წლის ახალგაზრდებისათვის

ამერიკის შეერთებული შტატების ჯიმი და როზალინ კარტერების სკოლა "მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის" სასწავლო ვიზიტზე, 2025 წლის 8- 21 მარტს იწვევს აპლიკანტებს სამხრეთ კავკასიდან.

სკოლა მდენარეობს ვირჯინიის შტატში, ვაშინგტონიდან რამდენიმე წუთის სავალზე.

პროგრამა შექმნილია სტუდენტებისათვის უნიკალური საგანმანათლებლო მოგზაურობის, კომუნიკაციების, მედია წიგნიერების და სხვა სასარგებლო უნარების მისაღებად, ღრმა ცოდნის გადაცემისათვის.

პროგრამა საშუალებას აძლევს სამხრეთ კავკასიელ სტუდენტებს, ზემოთჩამოთვლილი უნარები სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აითვისონ.

ორკვირიანი სასწავლო ვიზიტის განმავლობაში, სტუდენტები შეხვდებიან ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევრებს.

პროგრამაზე დაშვების კრიტერიუმები:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები 20-დან 25 წლამდე, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან აკადემიურ პროგრამებზე სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ რეგიონში.

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ნოემბერი. უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://carterschool.gmu.edu/research-impact/centers/center-peacemaking-practice/promoting-regional-stability-and-peace-south

 
მნახველთა რაოდენობა: 64
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.