იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საჭირო დოკუმენტაციის, პროცედურის, ვადების და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება 22 ოქტომბერს, 13 საათზე, უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში II სართულზე.