2024 წლის 5 სექტემბრიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება.
აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
გ) 2 ფოტოსურათი 3X4;
დ)სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
საბუთების შესატანად უნდა მიაკითხოთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეოთხე სართული, ოთახი N:407, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი.
საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა, 10:00 დან -17:00 სთ-მდე.
უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!