იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბრიდან და გარძელდება 13 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის გელოდებიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 220-ე ოთახში.

პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი);
  2. სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი); 
  3. ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია; 
  4. მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის); 
  5. naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი; 
  6. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი; 
  7. თუ პირი არასრულწლოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოს მშობლის /მეურვის თანხლებით და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა, ხოლო მეურვემ, ასევე, მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მნახველთა რაოდენობა: 1060
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.