იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გარემობილობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას, 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, გარე მობილობის გამოყენებით, გააგრძელოთ სწავლა და დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

აგრონომიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სასურსათო ტექნოლოგიიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლოპროგრამა;

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;

გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა;

განათლების მეცნიერებები (ერთობლივი) სადოქტორო პროგრამა;

2020 და შემდგომი სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების გარე მობილობით გადმოსვლისათვის, აუცილებელი წინაპირობაა არჩევითი საგნის შესაბამისობა.

მობილობის შედეგების თაობაზე, მონაწილე პირები, სმს შეტყობინებას მიიღებენ.

შეტყობინების მიღებისთანავე სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ უნივერსიტეტს და განაცხადთან ერთად წარადგინოს საკუთარი უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი პირადი საქმის დამოწმებული ასლი.

გარე მობილობაზე რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს სარეგისტრაციო პორტალზე: students.emis.ge

რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის პროცესში ჩართვისათვის, საქართველოს ბანკის ფილიალებში,მობაილ სერვისებით ან ბანკომატით, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური --40 ლარი.

გისრვებთ წარმატებას და საქართველოს ყველა უნივერისტეტიდან, გელოდებით თელავში!

სტუდენტის პორტალი

 
მნახველთა რაოდენობა: 540
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.