ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალის სასწავლო მობილობაზე, ერაზმუს KA171 პროექტის ფარგლებში, კონკურსი ცხადდება.
მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
CV;
პასპორტის ასლი;
ცნობა სამუშაო ადგილიდან;
მობილობის ხელშეკრულება;
მოწვევის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დარგის შესაბამისი
დეპარტამენტენტის პროფესორისგან).
კონკურსის შემდეგ ეტაპზე, აპლიკანტებმა კომისიის წევრებს უნდა წარუდგინონ სამოდელო ლექცია ინგლისურ ენაზე.
საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 6 სექტემბერი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური, I კორპუსი, III სართული, ოთახი N303.