იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული სტუდენტების საყურადღებოდ!

თიბისი IT აკადემიაში გაიხსნა რეგისტრაცია .NET (Backend Development) კურსზე.

კურსის მიზანია მრავალმხრივი სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება Backend Development-ის ძირითად კონცეფციებზე.

კურსის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 18 წლის ასაკიდან ზემოთ მყოფი ადამიანების ფართო სპექტრს, მათ შორის არიან: დამწყები დეველოპერები, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები, უმცროსი დეველოპერები და ა.შ.

კურსის წინაპირობაა პროგრამირების საფუძვლები, OOP-ის პრინციპების თეორიული ცოდნა

კურსი ჩატარდება ონლაინ და სრულად დაფინანსებული იქნება თიბისი ბანკის მიერ.

სწავლას გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ხოლო კურსის დასრულების შემდგომ წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ თიბისი ბანკში და მის შვილობილ კომპანიებში.

ბოლო კურსის მონაცემებით, 24 კურსდამთავრებულიდან, 11 სტუდენტი უკვე თიბისი ჯგუფის წევრია.

დეტალური ინფორმაცია კურსის თაობაზე იხილეთ აკადემიის ვებ გვერდზე, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა: https://www.tbcacademy.ge/it-courses/backend-development

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ანი ჭეღელიძე ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილება/Human Capital Management Department

+995 557 046 046

 
მნახველთა რაოდენობა: 513
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.