გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - hr.gov.ge გამოცხადდა სტაჟირების კონკურსები თელავის იუსტიციის სახლში.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/87737?active=1
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
• სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
• აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემით – 71-100 ქულის მაჩვენებელი.
სტაჟირება ანაზღაურებადია და სტაჟირების ვადა მოიცავს 4 - თვეს.
ერეკლე II-ის მოედანი N 4/ Erekle II Square N 4
2200, თელავი, საქართველო / Telavi, Georgia