იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი სტუდენტებისათვის!

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი( IDFI) აცხადებს პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსს ახალგაზრდებისათვის.

აპლიკანტის მიერ წარდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში განხილული უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ცალკეული მიმართულებებით არსებული პრობლემა და შეთავაზებული იყოს მისი მოგვარების შესაძლო გზები/ალტერნატივები და შესაბამისი რეკომენდაციები.

მაღალი ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად, საკონკურსო პერიოდში, IDFI დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ანალიტიკური უნარების გაზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს:

ჯგუფური ან/და ინდივიდუალური მენტორინგ სესია / კონსულტაცია საკითხის ექსპერტებთან;

ონლაინ ტრენინგები (მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კვლევის მეთოდები, მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი, მონაცემების ვიზუალიზაცია, პოლიტიკის დოკუმენტის დიზაინი და ა.შ.);

საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საჯარო ლექციაზე დასწრება.

გათვალისწინებულია პრიზები გამარჯვებულებისთვისაც. გვსურს გთხოვოთ თქვენს სტუდენტებში გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია - სასურველია, რომ ყველა სტუდენტს ელ-ფოსტაზე მიუვიდეთ ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ.

კონკურსის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტის/ანალიტიკური ნაშრომის მოსამზადებლად და საზოგადოებისათვის საკუთარი ხედვების გასაცნობად.

კომისიის წევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის გასაგრძელებლად IDFI გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ლეპტოპს, iPad-ებს და მსგავსი ტიპის მოწყობილობით აღჭურვილობას.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 აგვისტო.

მითითებული აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან და რეგისტრაციის შემდეგ პერიოდულად მიიღებთ სიახლეებს: https://forms.gle/NoM7D2Z2dzocmxa89 დეტალურ ინფორმაციას, ნაშრომების ტექნიკურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს გაეცანით აქ: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/73/ კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე. ელფოსტა: info@idfi.ge ტელ: +995 32 2 921514

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdduzr0lCIB-hc4H_ksCUOhcZZvVaSU5BQ2mLHnxXpQ-R2LVA/viewform?usp=send_form&usp=embed_facebook

 
მნახველთა რაოდენობა: 1147