იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2024 წლის 26-27 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ატარებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა “ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს: აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე;

სფეროში მომუშავე და მომავალი პროფესიონალების პროფესიულ განვითარებას;

ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ინკლუზიური განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ ბმულზე: https://bsu.edu.ge/sub-75/page/2-671/index.html

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის/თეზისის წარსადგენად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc0zo6XXu_vOyWZendm9GSxoYDThZIuA9kjAWVJv6lAjq_sfg/viewform

კონფერენციაზე რეგისტრაცია/თეზისების გამოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 10 ივნისის 18:00-მდე (საქართველოს დროით).

 
მნახველთა რაოდენობა: 1331