იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია მიღება-განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“  -რეგიონის მასშტაბით პირველი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის- წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. იგი აერთიანებს-124  ოთახს, სხვადასხვა ზომის საკონფერენციო ოთახებს, სპას და რამდენიმე კონცეფციის რესტორანსა და ბარს. სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თელავი, წინანდალი

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო ცვლა

 

ძირითადი მოვალეობები:

·        Check in/Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება პროგრამული რეგისტრაცია;

·        სტუმრებთან კომუნიკაცია და სატელეფონო ზარების მართვა, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

·        სასტუმროს შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროში არსებული სერვისების გაცნობა/შეთავაზება;

·        სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება

·        უზრუნველყოს სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·        ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)

·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი

·        მომხმარებელზე ორიენტირებულობა

·        გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის ეტაპები:

1. CV/რეზიუმეების გადარჩევა

2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tamar.chkhaidze@radissoncollection.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიღება-განთავსების თანამშრომელი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1734
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.