იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვაკანსია ნომრების დიასახლისის პოზიციაზე

სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“- კახეთის რეგიონის მასშტაბით პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის- წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. იგი აერთიანებს-124 ოთახს, სხვადასხვა ზომის საკონფერენციო ოთახებს, სპას და რამდენიმე კონცეფციის რესტორანსა და ბარს. სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ნომრების დიასახლისის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი- თელავი, წინანდალი

სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე

სამუშაო საათები-  8 საათიანი სამუშაო ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

·        ნომრების მოწესრიგება/დალაგება  სასტუმროს მაღალი ხარისხის  სტანდარტების შესაბამისად

·        ნომრებში ყველა საჭირო ნივთების განთავსება, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად

·        შრომის უსაფრთხოების და სანიტირალ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები- განთლება, გამოცდილება, უნარ-ჩვევები:

·        ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

·        მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

·        გუნდური მუშაობის უნარი

·        მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

·        საცხოვრებლით უზრუნველყოფას

·        კვებას

·        კომპანიის ტრანსპორტით მომსახურებას

·        ჯანმრთელობის დაზღვევას

 

 

შერჩევის ეტაპები:

1. CV/რეზიუმეების გადარჩევა

2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr.tsinandali@radissoncollection.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1780