იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციისათვის განაცხადების მიღება დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ამერიკისმცოდნეობის 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციისთვის „ამერიკა--როგორ ვხედავთ მას გარედან“.

მოხსენებებისთვის გამოიყენება ისეთი თემატიკა, როგორიცაა ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 25 მარტი მოხსენების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა - 29 აპრილი. კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 23-25 მაისს. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, გადმოაგზავნონ თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი ბმულზე: https://forms.gle/KAergsxZUBn7ytFc6 კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტი იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2024 წლის 29 აპრილისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

კონფერენცია პროფესორების, ვასილ კაჭარავასა და თემურ კობახიძის ხსოვნას ეძღვნება.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი , პროექტს ამერიკის შესწავლის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: geoamstud.conference@tsu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 1847
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.