მაქს ვებერის ფონდი გთავაზობთ 1-დან 3 თვემდე ანაზღაურებად მივლინებას გერმანიის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ ისტორიული კვლევები.
დოქტორანტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიაა 1400 ევროს ოდენობით, ხოლო პოსტ დოქტორანტი მკვლევარებისთვის 1700 ევრო. ამასთან ერთად დაგიფინანსდებათ ორმხრივი თვითმფრინავის ბილეთიც.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 იანვარი.
ვიზიტის განხორციელება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ფონდში უნდა გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი, სადაც გამოჩნდება კონკრეტულად რომელ არქივში ან ბიბლიოთეკაში გსურთ მუშაობა და CV, სადაც გამოჩნდება თქვენი ისტორიისა და ისტორიული კვლევებისადმი ინტერესი.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვებ გევრდი: mwsgeorgia.hypotheses.org. ან მიიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: david.jishkariani@mws-georgia.org