2023 წლის 3 ნოემბერს, 11:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგება მანანა ბოჭორიშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,სასწავლო პროცესის პრაქტიკის კვლევა დაწყებითი საფეხურის კლასკომპლექტებში“- განათლების მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო მოდებაძე
დისერტაციის დაცვა შედგება უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსი, აუდიტორია 12.