იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

UNESCO აცხადებს  ფოტოკონკურსსახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. კონკურსის მთავარი თემებია: არქიტექურა, ძეგლები და ურბანიზმი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდეშესარჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან). პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 60 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი. ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა .. 31 ივლისი.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია UNESCO- შემდეგ ბმულზე: https://unescosilkroadphotocontest.org

ინფორმაცია კონკურის შესახებ ასევე განთავსებულია შემდეგ სოციალურ ქსელებში:

 

UNESCO Instagram: https://www.instagram.com/p/CtTIySROOOB/?hl=fr

UNESCO Facebook:https://www.facebook.com/photo/?fbid=633624475479771&set=a.292345616274327

UNESCO LinkedIn: https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7074566270414667776?utm_source=share &utm_medium=member_desktop

 
მნახველთა რაოდენობა: 2794
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.