იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე ონლაინ ტრენინგი ჩატარდება.

ტრენინგი, ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ , (LoveDistance) ფარგლებშია შემუშავებული.

LOVE DISTANCE პროექტის მიზნებია, ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, საჭირო სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის ისეთ სამიზნე ჯგუფებში, როგორებიცაა სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონის მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: პროგრამების GitMind, Moodle H5P გამოყენება - გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის diagramsnet გამოყენება - თენგიზ კუკუნაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის Miro გამოყენება - ამირან შარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კურსი საინტერესო იქნება ყველა იმ მასწავლებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლების ტრადიციულ მეთოდთან ერთად გამოიყენონ ონლაინინსტრუმენტები, გაამრავალფეროვნონ სასწავლო პროცესი, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესთავაზონ განსხვავებული აქტივობები.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 22 ივნის, 11:00-13:00 საათზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 2946
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.