ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სლოვაკეთის სახელმწიფო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისათვის

სლოვაკეთის სახელმწიფო ქართველი სტუდენტებისათვის, 2023-2024 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს. სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება 2023 წლის 24 მარტიდან შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.vladnestipendia.sk/en/; სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი.

პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/. ასევე, სასტიპენდიო პროგრამებზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე დაკავშირება: helpdesk@studyabroad.sk ან +421 907 551 404. ამასთანავე გაცნობებთ, რომ გამარჯვებული კანდიდატები უფასოდ გაივლიან სლოვაკური ენის კურსებს დროის შემდეგ პერიოდში: 2 სექტემბერი, 2023 - 30 ივნისი, 2024.

 
მნახველთა რაოდენობა: 3986
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...