იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო’’ ინოვაციების ბანაკის ღონისძიებას ჩაატარებს

აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ,,სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, გურჯაანის ტექნოპარკთან და ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნი საქართველოსთან თანამშრომლობით, მდგრადი განვითარების თემაზე, ინოვაციების ბანაკის ღონისძიება გაიმართება. ბანაკის ღონისძიების ფარგლებში, 7 საჯარო სკოლის 49 მოსწავლე გუნდებში გადანაწილდება. თითოეულ გუნდს ეყოლება ერთი სტუდენტი მენტორის სახით, რომელიც მოსწავლეებს ღონისძიების ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება. მენტორობისათვის სულ 7 სტუდენტი შეირჩევა. ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტები წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ ტრენინგს ტექნიკური საკითხების შესახებ, ამიტომ ტრენინგზე დასწრება სავალდებულოა. 1 საათიანი ტრენინგი ჩატარდება 3 მაისს, 17:00 საათზე (ონლაინ ან პირისპირ). თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდის მენტორი სტუდენტი, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს.

ღონისძიება, 5 მაისს, 12 საათის განმავლობაში, 08:00-დან 20:00 საათამდე ჩატარდება. თუ გსურთ ინოვაციების ბანაკში მენტორის სტატუსით მონაწილეობის მიღება გაიარეთ რეგისტრაცია ლინკზე - https://forms.gle/nc3HhGX21H1hAgpF6 რეგისტრაციის ბოლო დღეა 30 აპრილი, 2023 წელი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 11 60 64 ან ელ.ფოსტაზე juniortrainings@gmail.com

 
მნახველთა რაოდენობა: 1430
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.