იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ასოციაცია მეცნიერებისათვის ტრენინგებს იწყებს

ტრენინგი სახელწოდებით, „ალტმეტრიული სერვისები" 1 მაისიდან დაიწყება. ლექციები საერთაშორისო ჟურნალებში, სტატიების გამოქვეყნებისათვის საჭირო ინფორმაციას, ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სივრცეში მკვლევარის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდებს დაეთმობა. ლექციები ოთხი დღის განმავლობაში, დღეგამოშვებით, 1, 3, 5 და 7 მაისს googlemeet-ის პლატფორის საშუალებით, საღამოს 8 საათიდან ჩატარდება. ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათს არ გადააჭარბებს. დამსწრე პირებს, ყოველი ლექციის ბოლოს, შესაბამისი კონსპექტი გაეგზავნებათ, ხოლო ტრენინგის ბოლოს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

სასწავლო კურსისალტმეტრიური სერვისებიძირითადი შინაარსია: ალტმეტრიული სერვისების რაობა. მკვლევარის სამეცნიერო პროფილის შექმნა Google Scholar-ში და Scopus -ში; სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნებისათვის საჭირო გზებისა და საშუალებების სწავლება, ჟურნალის სახეობები, შესაბამისი ჟურნალის შერჩევა, პლაგიატისგან დაცვის ხერხები და საშუალებები, სტატიის გაფორმების მარტივი ხერხები; გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების მეთოდები (ბიბლიოგრაფიული მენეჯერები); იმფაქტ ფაქტორი და ასე შემდეგ.

ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი; თანხის ჩარიცხვა სასურველია, რეგისტრაციისას ან ტრენინგის დაწყებამდე. თანხა ირიცხება ასოციაციის ანგარიშზე: აა() ასოციაცია მეცნიერებისათვის. საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576 საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი – BAGAGE22 ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797 ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ან თიბისი ბანკის პირად ანგარიშზე. პირადი ნომრით, 01003015633.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი ლინკი და გაუზიარონ ის, მეგობრებს. https://forms.gle/CNNFXCqapbNjqztn9 საკონტაქტო პირი, თამარ ხახუტაშვილი ასოციაცია მეცნიერებისათვის პრეზიდენტი ტელ.: 593304942; 597125432 Email: info@4science.ge; tamar@4science.ge

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1770
 
 
 
 
    2024 მაისი
    1

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.