იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 2023 წლის 18 მაისს კონფერენციას ატარებს. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემატიკა, ,,ფსიქოლოგია და თანამედროვეობა’’ იქნება. კონფერენციის მიზნებია: 1. სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფსიქოლოგიის და მისი მომიჯნავე დარგების აზროვნებაში, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, განათლების მეცნიერების, მენეჯმენტის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, მედიცინის და .. მიმართულებით; 2. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მითითებული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და დოქტორანტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება. 3. პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თემატიკა, ფსიქოლოგიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, განათლების მეცნიერების, მენეჯმენტის, სოციოლოგიის, ფილოსოფიისა და მედიცინის მიმართულებებს მოიცავს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს შეუძლიათ. მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 29 აპრილამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55 06 06.

კონფერენციის სამუშაო ენები, ქართული და ინგლისურია.

კონფერენცია გაიხსნება 2023 წლის 18 მაისს, 10:00 საათზე, შემდეგ მისამართზე- ქალაქი გორი, ცხინვალის გზატკეცილი , მე3- კილომეტრი.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1196
 
 
 
 
    2024 თებერვალი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-2-31'