იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2024 წლის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარდეს 2024 წლის 14 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში.

2023 წელს დაგეგმილია პირველი ეტაპის საველე სამუშაოების განხორციელება, რომლის მიზანია საქართველოს 57 თვითმმართველ ერთეულში (მათ შორის კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში) შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიებისა და ციფრული კარტოგრაფიის (სქემატური რუკების) შედგენა-განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (კომპიუტერის დახმარებით, პერსონალური ინტერვიუს მეთოდით (CAPI)). აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს თითოეულ შენობაში მოსახლეობის რიცხოვნობის დადგენას, რომლის გარეშეც შეუძლებელია განხორციელდეს ქვეყნის სააღწერო უბნებად დაყოფა.

კახეთის რეგიონში აწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაგეგმილია 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, შერჩეულ საველე პერსონალთან ტრენინგები გაიმართება 22 - 23 აპრილს,  ხოლო საველე სამუშაოები დაიწყება 25 აპრილს და გაგრძელდება15 დღის განმავლობაში.

სამუშაო ანაზღაურებადია.

დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 22 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

I კორპუსი, II სართული, სხდომათა დარბაზი. 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2835
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.