იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 დეკემბრიდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

1. სოციალურ  მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტზე: 

  • აკადემიური წერა:

        ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე,  6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)              

2. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

  •    ინფორმატიკის მიმართულებით:

ასოცირებული  პროფესორის 1 (ერთი)  საშტატო ერთეულზე, 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული).                                           

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2 (ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

მოთხოვნები:

)  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

·      ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.        

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;       

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

შენიშვნა:

 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი

ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით

(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც

საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების

კონცეფციით;

·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  16 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 26 იანვარს  17:00 სთ-ზე;

·         საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ2023 წლის  1 თებერვალი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 2948
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.