იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი სტუდენტთათვის
ოდესის (უკრაინა) კვების ტექნოლოგიების ნაციონალური უნივერსიტეტის (Odesa National University of Technology) ორგანიზებით ტარდება სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი „Black Sea Science“ (International Competition of Student Scientific Works „Black Sea Science“. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 11 ქვეყნის უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნული საერთაშორისო კონკურსის თანაორგანიზატორია.
სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი „Black Sea Science 2023, არის მულტიდისციპლინური:
- კვების მეცნიერება და ტექნოლოგია;
- ეკონომიკა და მართვა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია და რობოტოტექნიკა;
- ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
- ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე: http://isc.ontu.edu.ua/?lang=en
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსის „Black Sea Science“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ლალი ელანიძეს.
 
მნახველთა რაოდენობა: 3159