იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური კონფერენცია - „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“

2022 წლის 22 დეკემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი ორგანიზებით, ტარდება სტუდენტურ კონფერენცია - „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“.

კონფერენცია მართება „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. კონფერენციის მიზანია სტუდენტთა დაინტერესება სატყეო სექტორითა და ქვეყანაში არსებული ტყის რეფორმით.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. 

წარდგენილ მოხსენებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გარემოსდაცვითი მიმართულების ექსპერტებით და დარგის სპეციალისტებით. კომისია გამოავლენს საუკეთესო მოხსენების ავტორებს, რომელთაც გადაეცემათ შესაბამისი პრიზები.

მომხსენებელი შეიძლება იყოს ერთ საკითხზე მაქსიმუმ ორი სტუდენტი, ხოლო პრეზენტაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. მოხსენებისას აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული კონფერენციის თემატიკიდან გამომდინარე პრობლემურ საკითხებზე, მართვის გამოცდილებებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე.

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენცია გაიმართება ქალაქ თბილისში. 

საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე (ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

 
მნახველთა რაოდენობა: 5851
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.