იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ-კონკურსი დოქტორანტებისთვის „თეზისი სამ წუთში"

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". კონკურსი ამჟამად მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება.

პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს. მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის).

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:

        I ადგილი - 2000 ლარი (დარიცხული)

        II ადგილი - 1500 ლარი (დარიცხული)

        III ადგილი - 1000 ლარი (დარიცხული)

        ხალხის რჩეული - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.

 გაეცანით პროექტის დეტალური აღწერის, სარეგისტრაციო ფორმისა და Facebook ღონისძიების ლინკებს.

 

        პროექტის დეტალური აღწერა: https://drive.google.com/file/d/11l3qSCErEZ1QjPwPnhlh2v6bIpAdOp7Y/view?usp=sharing

 

        სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6JAW5JHXJZtJUenR8

 

        Facebook ღონისძიებhttps://fb.me/e/1YPzOyHvG

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

·         ელ-ფოსტა: marim.m@sciencelib.ge  infopr@sciencelib.ge

·         მობილური: 555 13-91-51 - მარიამ მაისურაძე

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1881
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.