იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 1-2 ოქტომბერს იმართება ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022.

აღნიშნულ ჰაკათონს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წლიდან ახორციელებს და მსოფლიოში 225 სხვადასხვა ლოკაციასთან ერთად ჩვენთანაც აქტიურად მიმდინარეობს. ყოველწლიურად აღნიშნული ჰაკათონის ფარგლებში 200-ზე მეტი ბენეფიციარი ერთვება და მუშაობს სხვადასხვა გამოწვევაზე.

მიმდინარე წელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური, ვინაიდან Space Apps თბილისის ლოკაციასთან ერთად ამჯერად ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონალური ცენტრის ბაზებზე. ესენია: თელავი, გურჯაანი, ახმეტა, კასპი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

 

ჰაკათონის შესახებ:

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს, რომლის გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა.

პროექტი ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, NASA-ს მიერ წარმოდგენილი გამოწვევიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა მოიფიქრონ, გაიმარჯვონ, მიიღონ პრიზები და გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლონ.პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 14 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვისაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნონ ინოვაციური გადაწყვეტები.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და Zoomout-ი

ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Smart Digital და Edison Store ელექტრონული კომპონენტები

ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია "CG Georgia"

 

დეტალური ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

▶ NASA Space Apps Challenge 2022-https://bit.ly/3RNACMC

NASA Space Apps Challenge 2022 გაიმართება ონლაინ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სასურველ სესიებსა და ტრენინგებს, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები როგორიცაა:

●        ვახტანგ ბალავაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი;

●        დავით ჩეჩელაშვილი-ტექანტერპრენერი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი;

●        გია ჯავახიშვილი-ასოცირებული პროფესორი, ასტრონომიის მიმართულებით;

●        სანდრო ასათიანი-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია „უნილაბის“ დირექტორი;

●         ელენე ჟურავლიოვა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

●        ერეკლე მაღრაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

●        ჯუანშერ ჯეჯელავა-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით;

●        ნიკოლოზ სიხარულიძე-კომპანია ედისონის თანადამფუძნებელი;

●        რამაზ ბლუაშვილი-მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდის „ნოვა“ დამფუძნებელი;

●        ქეთი ებანოიძე-Impact Hub Tbilisi - ს თანადამფუძნებელი;

●        გოგა საათაშვილი- ბიზნეს კონსულტანტი კომპანია სპარკში;

●      ნინო თევზაძე- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი;

●      ელენე დარჯანია-ექსპერიმენტების ხელმძღვანელი UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია;

●        ნუკრი ტუსიშვილი-პროდუქტ მენეჯერი Webiz Georgia-ში;

●      მარიამ გაგუა- პროდუქტ მენეჯერი კომპანია Klarna-ში;

●        თინი მამუჩაშვილი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Zoomout პრეაქსელერატორის მენეჯერი;

●      ლუკა ჩხაიძე-კომპანია wavetech-ის დამფუძნებელი;

●        ავთანდილ მღებრიშვილი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოივაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

წელს გვაქვს 23 გამოწვევა 14  კატეგორიის მიმართულებით:

●      Advanced

●       ხელოვნება

●      ასტროფიზიკა

●      დამწყები/ახალგაზრდობა

●       კლიმატი

●       მრავალფეროვნება და თანასწორობა

●      დედამიწა

●       თამაშები

●      აპარატურული უზრუნველყოფა

●      Intermediate

●      პლანეტები და მთვარეები

●       პროგრამული უზრუნველყოფა

●       კოსმოსური კვლევა

●      მზე

 დეტალურად გამოწვევების შესახებ:

https://2022.spaceappschallenge.org/challenges/

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 ადამიანია. რეგისტრაცია სრულდება 28 სექტემბერს, 23:59 საათზე.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Z4LwG7yZ4msoPyGL9

 

 
მნახველთა რაოდენობა: 3594
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.