გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი (DAAD) 2022 წლის 16 სექტემბერს 16:00 საათზე გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში
გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრაზე.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
შეხვედრის კოდი: 2744 434 6862
პაროლი: 3Sq7QSB5qW4
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ
გვერდზე:
საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
• მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
• სამიზნე აუდიტორია და საკონკურსო პირობები;
• სააპლიკაციო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღების პროცედურა