იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებს. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საარჩევნო პროგრამა;
გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი ან სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრების წევრთა სრული შემადგენლობის 1/5-ის წარდგინება;
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 11.07.2022-ის 10:00 საათიდან 21.07.2022-ის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.
დოკუმენტაციის წარსადგენად და დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს (I კორპუსი, I სართული, ოთახი #107).