ვირტუალური გამოფენა მწვანე ინჟინერიის პროგრამებზე
პროექტის Study in Europe-ის ფარგლებში 24 მაისს (9-11სთ-დან 5-7 სთ-მდე CEST) გაიმართება ვირტუალური გამოფენა, მწვანე ინჟინერიის პროგრამებზე.
აღნიშნული პროექტი "Study in Europe" ევროკომისიის სამწლიანი პროექტია (2021-2023), რომლის კონსორციუმიც შედგება ისეთი ორგანიზაციებისაგან როგორებიცაა: Campus France (წამყვანი ორგანიზაცია), DAAD, Nuffic, Archimedes Foundation და Academic Cooperation Association (ACA). მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული უმაღლესი განათლებისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესაძლებლობების გაძლიერებას მთელს მსოფლიოში, რაც გააუმჯობესებს Erasmus+ პროგრამის ქვეყნებში სწავლისა და კვლევითი შესაძლებლობების შესახებ მიზნობრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან ევროპის ეროვნული ხელშემწყობი სააგენტოები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები Erasmus+-ის ქვეყნებიდან, რომლებიც სთავაზობენ საგანმანათლებლო პროგრამებს (მათ შორის ერასმუს მუნდუსის პროგრამებს) აღნიშნულ სფეროში.
გამოფენაზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები რჩევებს მისცემენ დაინტერესებულ სტუდენტებს მთელი მსოფლის მასშტაბით და ასევე ატვირთავენ საინფორმაციო მასალებს სასწავლო პროგრამებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე, შერჩევისა და ჩარიცხვის პროცედურებზე და ა.შ.
გამოფენაზე ასევე იქნება სპეციალური Erasmus Mundus აუდიტორია, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ სექტორში მოქმედი ხუთი სამაგისტრო პროგრამა.
გამოფენაზე რეგისტრაცია შესაძლებელია მოცემულ ლინკზე: https://www.meetyoo.live/register/1/DAAD-Study-in-Europe-Virtual-Fair-Green-Engineering
 
მნახველთა რაოდენობა: 260
 
 
 
 
    2022 ივნისი
    1

    2

    3

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    21

    22

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.