მიმდინარე წლის 5 ივნისს, „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ მიერ დაგეგმილია საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
რეგისტრაცია ორ საფეხურიანია:
ბილეთის შეძენა - bit.ly/38WA0ma
სარეგისტრაციო ფორმის შევსება - bit.ly/38W4c0S
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან უზრუნველყოფს ფონდი. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით და 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის. საქველმოქმედო გარბენის შემდეგ გაიმართება ჯგუფ „მგზავრების“კონცერტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეს შემდეგი ბმული:
https://www.facebook.com/events/690931375571569