იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განცხადება

2022 წლის 28 მარტს,  16:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტის, „მთის პოეტის“, გიორგი ზუბიტაშვილის წიგნის-„მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“- პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციაზე დაფუძნდება „სტუდენტური დარბაზი“, რომელიც იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით და ხელს შეუწყობს სტუდენტი-ახალგაზრდების გააქტიურებას შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

„სტუდენტური დარბაზის“ დაფუძნების ორგანიზატორები არიან: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფ. მანანა ღარიბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნინო კოჭლოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ნინო გიორგაძე.

შეხვედრის ლინკი: https://meet.google.com/rhd-fbcp-zdy?authuser=0

 
მნახველთა რაოდენობა: 4424
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.