იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ

დაინიშნა არჩევნები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის  09 თებერვალს და დასრულდება 2022 წლის 15 თებერვალს. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატის შერჩევის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 16 თებერვალი. 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა   

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 

ა)  განცხადება; 

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (СV);

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ)სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კანდიდატთა  განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში,  10:00 საათიდან - 17:00 საათამდე (მე-2 სართული, ოთახი N207).

 
მნახველთა რაოდენობა: 3835
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.