იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდ კონკურსი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის  დასაკავებლად (მითითებული თანამდებობის დასაკავებლად საკვლიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ დანართი N1-ის შესაბამისად).

აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, საკონკურსო დოკუმენტაციის სახით, უნდა წარმოადგინოს:

1.     განცხადება რექტორის სახელზე

2.    ავტობიოგრაფია (CV) 

3.    პირადობის მოწმობის ასლი

4.    დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5.    სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილი;

6.    ვაკანსიის მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია;

7.    ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.

 კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 ) საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა;

 ) გასაუბრება.

 კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 25 იანვარს და დასრულდება 2022   31 იანვარს; 

საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში (უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი,  II სართული, ოთახი N  206), შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

 წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდება 2022 წლის 02-04 თებერვალს;

კანდიდატის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 07-09 თებერვალს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4269
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.