თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, მეორედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების" გრანტი და 2022 წლის 25-31 მაისს მე-2 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ უმასპინძლებს.

    საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის

კვლევა, სკოლის თემატიკასთან სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებული საკითხები. 

   საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge  

    შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2022 წლის 10 თებერვლისა.

   სკოლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის საიტზე www.manuscript.ge / https://m anuscript.ge/12919-2/

   სკოლის ანონსი შეიძლება იხილოთ შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზეც: https://bit.ly/3pCCCeT

 
მნახველთა რაოდენობა: 183
 
 
 
 
    2022 იანვარი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    11

    13

    14

    15

    16

    18

    19

    22

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.