ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ცხადდება ვაკანსია უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტში, აკადემიური პერსონალის 1(ერთ) და სტუდენტის 1 (ერთ) ადგილზე.
რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 - 25 ნოემბერი და არჩევნების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 26 ნოემბერი.
ვაკანტურია 1 აკადემიური პერსონალის და 1 სტუდენტის ადგილი.
აკადემიური პერსონალის წარდგენის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს სამ წევრს.
სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს ფაკულტეტის სამ სტუდენტს.
განცხადება/რეკომენდაცია უნდა წარმოადგინონ დეკანატში (მესამე სართული). დოკუმენტების მიღება იწარმოება ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 12.00-15.00 სთ.