ფოტოკონკურსი-,,ბიზნესი ცხოვრობს Covid 19-თან ერთად"

თსუ, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, 1 - 30 ნოემბერს გეგმავს ფოტოგამოფენა -კონკურსს  სახელწოდებით,- „ბიზნესი ცხოვრობს  Covid-19 თან  ერთად“

   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT სტუდენტებსა და  პროფესორებს, მკვლევრებს, ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფოტოგრაფიით დაინტრესებულ პირებს.  

   ფოტოკონკურსის მონაწილეების რეგისტრაცია შესაძლებელია  1 ნოემბერიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ  ბმულზე: https://forms.gle/AiYZzHuSzqa1qmBQA 

   საკონკურსო ნამუშევრების  მიიღება 1 ნოემბერიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.

   კომისიის მიერ ნამუშევრების წინასწარი შერჩევა:16 ნოემბერი -19 ნოემბერი;   

    ორგანიზატორების მიერ ნამუშევრების ბეჭდვა:  20 ნოემბერი - 22 ნოემბერი; 

    საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა:  24 ნოემბერი - 30 ნოემბერი;

  გამარჯვებული ნამუშევრების გამოვლენა და დაჯილდოება შედგება  24 ნოემბერს.

   ნამუშევრების მიღების შემდეგ, კონკურსის პირობების თანახმად, კომისიის მიერ  მოხდება 15 ფოტონამუშევრის შერჩევა, რომელთა შორისაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მათ ფულად პრიზებსა და  ჯილდოებს გადასცემენ  პროექტის პარტნიორები და სპონსორები: 

       საკონკურსოდ შერჩეული ნამუშევრები 15-23 ნოემბერს განთავსდება  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის Facebook-ის გვერდებზე  და რჩეული  გამოვლინდება დაგროვილი  „Like“- ების რაოდენობის მიხედვით.  

     კონკურსზე წარდგენილი ფოტო  შეიძლება გადაღებული იყოს მობილურით, ფოტოკამერით. ფოტოს პარამეტრები რეზოლუცია: 300dpi   1024 x 768 pixels; ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს TIFF/JPG ფორმატში.

   ორგანიზატორების მიერ  საკონკურსოდ შერჩული ნამუშევრების ბეჭდვა - არანაკლებ A2 ფორმატი, ქაფმუყაო. 

  კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ პროფესიონალი ფოტოხელოვანები.

  გთხოვთ,  საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ  ელექტრონულ ფოსტაზე: cantt@sciencelib.ge 

   ფაილი დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით; 

 ელ.ფოსტის „subject“-ში ჩაწერეთ სიტყვა - „ფოტოკონკურსი“; 

   ელ.ფოსტის ტექსტურ ნაწილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ნამუშევრის დასახელება.

  

 

 
მნახველთა რაოდენობა: 186
 
 
 
 
    2021 დეკემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.