ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის განცხადება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს წარმომადგენლების არჩევნებს შემდეგ ფაკულტეტებზე:

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;

რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

          ა) პირადი განცხადება;

          ბ) სამოქმედო გეგმა;

         გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.

    კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 27.10.2021-ის 10:00  საათიდან  2.11.2021-ის 17:00     საათამდე   სტუდენტური   თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში. 

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს.                        (I კორპუსი, I სართული,  ოთახი #107)

 
მნახველთა რაოდენობა: 4796
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...