თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის!
გამოცხადდა კონკურსი, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ნაკვეთზე გაშენებული ახალშენი ვენახიდან 2020 წელს მიღებული თეთრი ღვინის ჩამოსასხმელი ბოთლის ეტიკეტის შექმნისათვის

2021 წლის 06 სექტემბერს, განმეორებით გამოცხადდ კონკურსი, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ნაკვეთზე გაშენებული ახალშენი ვენახიდან 2020 წელს მიღებული თეთრი ღვინის ჩამოსასხმელი ბოთლის ეტიკეტის შექმნისათვის.

საკონკურსო ნიმუშების წარდგენის ვადა 2021 წლის 06- 20 სექტემბერი.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, ყოველდღე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა;

მონაწილეებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ როგორც მყარ დისკზე (CD) ჩაწერილი ასევე ამობეჭდილი ფორმით, დალუქული კონვერტით (გარდა ,,განცხადებისა“);

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს დანართი N1-ში გაწერილ სავალდებულო მოთხოვნებსა და მახასიათებლებს;

საკონკურსო ნიმუშები შესწავლილi იქნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ, 2021 წლის 21 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 01 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული კონკურსანტი;

გამარჯვებული კონკურსანტისათვის ფულადი ჯილდო განისაზღვრ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 
მნახველთა რაოდენობა: 94
 
 
 
 
    2021 სექტემბერი
    1

    2

    4

    5

    6

    7

    8

    10

    11

    12

    14

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.